გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აგვისტოს 10:00-დან 10:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2114 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში ოკამი, ლამისყანა, ფერმა და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:15 საათამდე 6 აბონენტს კასპის რაიონის სოფელ ოკამსა და იგოეთი-ოკამის გზატკეცილზე, 18:00-დან 18:15 საათამდე 2114 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში თეზი, ხვითი, ჩანგილარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|