გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 21 აბონენტს კარალეთში, ნაჭარმაგევში და მიმდებარე ტერიტორიაზე, 15:00-დან 15:30 საათამდე 1985 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში მეტეხი, ქვემო გომი, ბარნაბიანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 1 სექტემბერს 11:00-დან 17:00 საათამდე 79 აბონენტს ქარელის რაიონის სოფელ დირბში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|