გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 06:00-დან 08:00 საათამდე შეეზღუდება 1687 აბონენტს ქ. ხაშურში დემეტრე თავდადებულის, აგარის, მარჯანიშვილის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებზე. 08:00-დან 10:00 საათამდე - 562 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ზემო ოსიაური, ქვემო ოსიაური. 10:00-დან 18:00 საათამდე - 706 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ტეზერი, სავანისუბანი, ბეღლითი, ბეკამი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 17:00 საათამდე - 1314 აბონენტს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფცა, ბერძენაული, საციხური, აბისისთავი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:00 საათამდე - 2905 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ბრეძა, ავლევი, კნოლევი, ატოცი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|