გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 15 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 14:50-დან 16:50 საათამდე შეეზღუდება 1357 აბონენტს გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზეღდულეთი, წითელუბანი, შავშვები, ნაწრეტი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 17:00 საათამდე - 401 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ბრეთი და წვერი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 390 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში რუისი და ურბნისი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|