გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 17:00 საათამდე შეეზღუდება 1426 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში დირბი, დვანი, ტახტიძირი და ბრეთი. 11:00-დან 17:00 საათამდე - 1314 აბონენტს ქარელის რაიონის სოფლებში ფცა, ბერძენაული, აბანო და მიმდებარე სოფლებში. 14:00-დან 15:00 საათამდე - 2580 აბონენტს კასპის რაიონის სოფლებში იგოეთი, სამთავისი, გამდლისწყარო, ყარაფილა და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 16:00 საათამდე - 67 აბონენტს კასპში კონსტიტუციის და სააკაძის ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 209 აბონენტს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სატივე, ახალსოფელი, ზემო ოსიაური, გომი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|