გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 სექტემბერს 10:45-დან 12:45 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 509 აბონენტს ხაშურში გაგარინის, ვაჟა ფშაველას, ჭანკოტაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 14:00 საათამდე 1855 აბონენტს ხაშურში თევდორე მღვდლის, გორის, საიათნოვას და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე 270 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ქვიშხეთი, კოშკის უბანი, ბულბულისციხე და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 13:30 საათამდე 14 აბონენტს ბაკურიანში აღმაშენებლის ქუჩაზე და დიდველის მიმდებარედ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|