გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2407 აბონენტს კასპში თამარ მეფის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში გომი, სასირეთი, კავთისხევი, მეტეხი და მიმდებარე სოფლებში, 10:00-დან 18:00 საათამდე 1424 აბონენტს ხაშურის რაიონის სოფლებში ტაშისკარი, ტეზერი, ბულბულისციხე და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაიოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
|