სამუდამო დისკვალიფიკაცია "ვიტ ჯორჯიას" 5 ფეხბურთელს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.

კომიტეტმა მოისმინა მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებული ფეხბურთელების საკითხი და გადაწყვიტა, რომ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციის სახით დაეკისრათ საფეხბურთო საქმიანობის სამუდამო აკრძალვა. თავად კლუბს კი დააკლდა ექვსი ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის რობერტ იმერლიშვილის, ირაკლი ბაჯელიძისა და „ჭიათურის“ მოთამაშის ირაკლი ხუჭუას საკითხზე. გადაწყდა, რომ  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამ სამ ფეხბურთელს დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.



თებერვალი 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728