"დარწმუნებული ვარ, დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა" - ბახტაძე
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 17-წლამდელ წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ქართველი ხალხი აუცილებლად დაიბრუნებს იმ დიდებას, რაც წყალბურთში ჰქონდათ. "თბილისთან ერთად ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში დაგვემატება ოლიმპიური პარამტრების აუზები და დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავიბრუნებთ იმ დიდებას, რაც წყალბურთში ქართველ ერს ჰქონდა.

მიხარია, რომ საქართველოში უფრო და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ტარდება. მე ძალიან მიყვარს წყალბურთი, სპორტის ეს ულამაზესი სახეობა. ჩვენ დიდი ტრადიციები გვაქვს წყალბურთში. არსებობდა გარკვეული ჩავარდნა და ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი თაობა მოდის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აუცილებელი ინფრასტრუქტურა. ამ ახალგაზრდებში ჩვენ ვხედავთ მსოფლიო წყალბურთის მომავალ ვარსკვლავებს".

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345