ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვა 20.08.2016
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. რიოს ოლიმპიადის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ იაპონელი რეი ჰიგუჩი დაამარცხა. ეს საქართველოს დელეგაციისთვის მეორე ოქროს მედალია, მთლიანობაში კი - მეექვსე მედალი.  ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ბულგარელ ვლადიმირ დუბოვს შეხვდა და ანგარიშით 8:4 მოუგო. გორელი სპორტსმენი საკვალიფიკაციო რაუნდში ისვენებდა, ხოლო მერვედფინალში ყაზახ ნურისლამ სანაევს 4:3 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველი სპორტსმენი აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შეხვდა და მეტოქე 4:3 დაამარცხა.
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112