ოლიმპიელები საქართველოში დაბრუნდნენ 25.08.2016
ოლიმპიური ნაკრები გვიან ღამით საქართველოში დაბრუნდა. სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.  საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ზაფხულის  ოლიმპიურ თამაშებზე ჯამში 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვა,  206 ქვეყანას შორის საქართველომ  38-ე ადგილი დაიკავა. ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა, ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა, შმაგი ბოლქვაძემ , ირაკლი თურმანიძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.
დეკემბერი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123