როინ მარღიშვილის ხსოვნას მიეძღვნა სოფელ ტინისხიდის საფეხბურთო მოედანზე გამართული ტურნირი, სადაც ერთმანეთს გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლების საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირში მონაწილეობა სულ 16-მა გუნდმა მიიღო. აქედან, გამარჯვება კომბინატის კლუბ „ჯინგას“ ხვდა წილად. გუნდმა მოწინააღნდეგე - ორთაშენის გუნდი 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად ფულადი პრიზი და სხვადასხვა საჩუქრები გადაეცა.
|