გორის "ჯიქმა" თბილისის „აკადემია“ 29:0 დაამარცხა 12.09.2016
გორში ახალდ აშენებულ და კეთილმოწყობილ სარაგბო არენაზე "დიდი 10"-ის პირველობის მეორე ტურის მმატჩი გაიმართა, სადაც გორის "ჯიქმა" საკუთარ სარაგბო სტადიონზე თბილისის „აკადემიას“  უმასპინძლა. იმისდა მიუხედავად, რომ გორის "ჯიქმა" ქალაქის ახლადაშენებულ სარაგბო არენაზე პირველად ითამაშა, მეთორმეტე წუთზე დამამახსოვრებელი პირველი ლელო დადო და მოწინააღმდეგე გუნდი 29:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, გორელმა რაგბისტებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარეს და ახლა ისინი 10 ქულით პირველ ადგილზე არიან.
ივლისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123