„ჯიქი“ VS „აკადემია“ - გორელი რაგბისტები პოზიციებს იმყარებენ 12.09.2016
გორში ახალდაშენებულ და კეთილმოწყობილ სარაგბო არენაზე "დიდი 10"-ის პირველობის მეორე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც გორის "ჯიქმა" საკუთარ სარაგბო სტადიონზე თბილისის "აკადემიას" უმასპინძლა. იმისდა მიუხედავად, რომ გორის "ჯიქმა" ქალაქის სარაგბო არენაზე პირველად ითამაშა, მეთორმეტე წუთზე დამამახსოვრებელი პირველი ლელო დადო და მოწინააღმდეგე გუნდი 29:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით, გორელმა რაგბისტებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები გაიმყარეს და ახლა ისინი 10 ქულით პირველ ადგილზე არიან.
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031