გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის პირველობა გაიმართა. პირველობაში მონაწილეობა, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ქალაქ გორის, კასპის, ხაშურის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა მიიღეს. შეჯიბრში შიდა ქართლის ხუთი მუნიციპალიტეტიდან 50 - მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 7 წონით კატეგორიაში 21 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს შესაბამისი სინჯის თასები, მედლები და სიგელები, ასევე საპრიზო ფონდის სახით განსაზღვრული ფულადი ჯილდოები გადაეცათ. წარმატებული სპორტსმენები გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა დააჯილდოვა. ფლავში ქართულ ჭიდაობაში შიდა ქართლის პირველობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
|