90-წუთიანი დუმილი სანთლებით განათებულ სტადიონზე 2.12.2016
საზარელ ავიაკატასტროფაში გარდაცვლილთა პატივის მისაგებად,  დღეს, კოლუმბიელმა და ბრაზილიელმა გულშემატკივრებმა "ატანასიო ხირარდოტის" ტრიბუნები გაავსეს.  კოლუმბიის ქალაქ მედელინის სტადიონზე კოპა სუდამერიკანას ფინალური შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო "ატლეტიკო ნასიონალსა" და "შაპეკოენსეს" შორის, თუმცა ფინალურ მატჩზე მიმავალი ბრაზილიური კლუბის თვითმრფინავი კოლუმბიაში ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 77 ადამიანიდან 71 გარდაიცვალა. 
"ატლეტიკო ნასიონალის" ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეიკრიბნენ, სტადიოზე სანთლებით მისული 45,000-ზე მეტი გულშემატკივარი ბრაზილიური გუნდის მხარდასაჭერ სიმღერებს მღეროდა, არენის მთავარ მონიტორზე კი გარდაცვლილთა სახელებთან ერთად გაჩნდა წარწერა - "მუდმივი ჩემპიონები".
ბრაზილიურ ჩაპეკოში შეიკრიბა ავიაკატსტროფაში მოყოლილი კლუბის გულშემატკივართა დიდი ნაწილი იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ და ტრაგედიას გადაურჩნენ.
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112