წუხელ ღამით ხაშურის მერიის წინ მოქალაქემ თავის დაწვა სცადა
ადგილობრივმა დავით კილაძემ თავის დაწვა, მოხსნილი სოციალური შემწეობის გამო სცადა. ის მუნიციპალიტეტის მერთან შეხვედრას და საკუთარ პრობლემაზე გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა, როგორც ამბობს გიორგი გურასპაშვილი არ შეხვდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა პროტესტის ასეთი ფორმისთვის მიემართა. “რაღაც პირადული მიზეზით მომიხსნეს სოციალური დახმარება. ვცხოვრობ ქირით, ფეხმძიმე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სხვა გზა არ დამიტოვეს, მშიერი შვილების ყურება აღარ შემეძლო უბრალოდ. მივედი მერიაში და მერთან შეხვედრა ვითხოვე, მინდოდა წამოსულიყო ჩემს საცხოვრებელში და ენახა რა პირობებში ვცხოვრობთ, საიდანაც ალბათ, მალე გამოგვასახლებს ბინის მეპატრონე და მისი თანამშრომლებისგან მხოლოდ დაცინვა მივიღე“-გვითხრა დავით კილაძემ. დავით კილაძე აცხადებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მისი პრობლემის მოსმენის ნაცვლად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიცა გამოიძახა. “გამწარებულ ადამიანს კიდევ უფრო მამწარებდნენ. პრობლემის გულთან მიტანის ნაცვლად პოლიციას უთხრეს, რომ გიჟი ვარ და სათანადო დაწესებულებაში წავეყვანე. მერი არ უნდა მოსულიყო? როდესაც მისი სამსახურის წინ ადამიანი სუიციდს ცდილობს, მან სამუშაო საათების დასრულება უნდა მოიმიზეზოს და არ დაიინტერესდეს რა ხდება? არ მჭირდება მათი დახმარება, ნება იბოძონ და დაგვასაქმონ. მეც და ჩემი მეუღლეც ჯანმრთელბი და შრომისუნარიანები ვართ. არ გვეზარება მუშაობა, მთავარია საარსებო საშუალება გაგვიჩნდეს“-განაცხადა დავით კილაძემ. ის ამბობს, რომ თუ ხელისუფლება და შესაბამსი სამსახური საჭირო ზომებს არ მიიღებს, ისევ დაბრუნდება მერიასთან და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272