"დეკანოზი გიორგი მამალაძე არათუ გადაადგილებას, წამოჯდომასაც ვერ ახერხებს" - თორნიკე მამალაძე

სჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. ამის შესახებ „ ინტერპრესნიუსს“ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, აქციების რეჟიმზე გადასვლის მიზეზი ის გარემოებაა, რომ „საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ოჯახი მოატყუა“.

„სექტემბრიდან აქციების რეჟიმზე გადავალთ. საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ თუკი გავჩუმდებოდით, ჩემს ძმას გამოუშვებდნენ, მაგრამ მოგვატყუეს. სამწუხაროდ, მე ამ საკითხში გამოუცდელი ვიყავი. სექტემბრიდან ასევე ვაპირებ იმ თემებზე საუბარს, რაც თითოეულმა ეპისკოპოსმა იცის, მაგრამ ვერ საუბრობს. ვაპირებ იმ წერილების გასაჯაროებას, რომლებიც ჩემმა ძმამ გამოაგზავნა და ვაპირებ იმ თემებზე საუბარს, რასაც საპატრიარქო დღემდე მალავს და არ უნდათ, რომ საზოგადოებამ გაიგოს. ეს ყველაფერი დაადასტურებს იმას, რის გამოც ჩემი ძმა გაწირეს და საპყრობილეში გამოკეტეს. მამა გიორგი მამალაძე, რომ უდანაშაულოა ყველამ იცის. სასამართლო ღია რომ ყოფილიყო, ამას თითოეული ჩვენგანი კარგად დავინახავდით, თუმცა სწორედ ამიტომ დახურეს სხდომები, რომ საზოგადოებას ჩემი ძმის სიმართლე არ დაენახა“, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

დაკავებული სასულიერო პირის ძმის ინფორმაციით, მსჯავრებული გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„მე ჩემი ძმა მოვინახულე და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის დამოუკიდებლად არათუ გადაადგილებას, არამედ წამოჯდომასაც კი ვერ ახერხებს. მას მარჯვენა კიდურები სრულიად პარალიზებული აქვს , თებერვლის 15 რიცხვიდან დღემდე ამ მდგომარეობაში იმყოფება და წოლით რეჟიმში აგრძელებს ცხოვრებას“, - აღნიშნა მან.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

თებერვალი 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272