ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16
სექტემბერს 11:00-დან 18:30 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კასპის რაიონის სოფლებში ციხისუბანი,
ჩოჩეთი, გომი-ჯვარი, შუაუბანი, თელიანი და მიმდებარე სოფლებში; 13:30-დან 18:00 საათამდე
აბონენტებს ქარელის რაიონის სოფლებში ფცა, აბისი, აბანო, ღოღეთი, ცერონისი და მიმდებარე
სოფლებში; 14:00-დან 16:00 საათამდე ხაშურში რუსთაველის, იმერეთის, 9 აპრილის, ლომოურის,
ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.