ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9
მარტს 09:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კასპის
რაიონის სოფლებში ქვემო ხანდაკი, მიქელწყარო, ახტალა, წინარეხი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ხაშურის რაიონის სოფლებში ოსიაური, კლდისწყარო,
ნიკორთი, ახალსოფელი, ლუბრუმა, ქემფერი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების
დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.