ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე გორის “დილა” საქართველოს ჩემპიონია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გორელებმა სამტრედიაში 1:0 გაიმარჯვეს. ახლა მათ 60 ქულა მოუგროვდათ და თბილისის “დინამო” ქულებით რომც დაეწიოს, პირად შეხვედრებში გორელებს უპირატესობა აქვთ - 0:0 გორში, 2:2 თბილისში. დებულების მიხედვით კი თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგებს ენიჭება - ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ამრიგად, დინამო არენაზე2 გატანილმა ბურთმა გორელები ჩემპიონები გახადა.ტელეკომპანია „დია“-ს საინფორმაციო სამსახურის სრული შემადგენლობა გორის დილას ულოცავს გამარჯვებას.
გიორგი ოგანესიანი ტელეკომპანია „დია“ სპორტი.
|