4 წლის გორელი ბავშვი გერმანიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა
გერმანიაში სამკურნალოდ გაგზავნილი გორელი 4 წლის ანდრია დვალიშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, ისინი გარდაცვლილის ცხედარს ამ დრომდე ვერ პოულობენ. ანდრია დვალიშვილი 19 აგვისტოს ორგანიზაციამ "ჯანმრთელი ბავშვები", სამკურნალოდ წაიყვანა. ინფორმაციას გარდაცვლილის მშობლები ვერც ორგანიზაციისგან და ვერც საკონსულოსგან ვერ იღებენ. ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და მის მკურნალობას გერმანული ორგანიზაცია უზრუნველყოფდა. მათი ინფორმაციით, ბავშვს გერმანიაში გამოკვლევები ჩაუტარდა და კვირას საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა შაბათს აცნობეს, რომ ანდრია გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ორგანიზაცია "ჯანმრთელი ბავშვებისგან" ყოველდღიურად სხვადასხვა ინფორმაციას იღებენ. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი არ იცის იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რომლის დახმარებითაც მცირეწლოვანი სამკურნალოდ გაემგზავრა. "ჯანმრთელი ბავშვის „ ხელმძღვანელი, მედია აბრამია, ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა არ ჰქონია და არ იცის, რა უნდა გააკეთოს. მისივე თქმით ბავშვი გერმანიაში მის შვილს ჰყავდა წაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ელჩი ინფორმაციის მიღების შემდეგ გეგმავს განცხადების გაკეთებას. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი დიუბსბორგის სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრშია გადასვენებული.
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272