შსს-მ ყალბი ფულის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი კვიჭიძე გ. და 1977 წელს დაბადებული, ასევე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ღამბაშიძე გ. დაბა ჩოხატაურში, ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ბრალდებით დააკავეს.სამართალდამცველებმა, დაკავებულების - ღამბაშიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას 31 ცალი ყალბი 20-ლარიანი და 6 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა; ხოლო კვიჭიძე გ-ს პირადი ჩხრეკისას – 6 ცალი ყალბი 20 ლარიანი და 2 ცალი ყალბი 50-ლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ყალბი კუპიურების თანხამ საერთო ჯამში 1040 ლარი შეადგინა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ყალბი კუპიურები თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, უცხოური წარმოების, ფერადი ლაზერული პრინტერის საშუალებით დაამზადეს. გასაღების მიზნით, ისინი ჩოხატაურის რაიონში ჩავიდნენ, „საკოლმეურნეო ბაზარში“ 2 ტომარა თხილი შეიძინეს და საფასური ყალბი ფულით გადაიხადეს.პოლიციამ ყალბი ფულის დასამზადებელი ორივე აპარატი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.გამოძიება ჯგუფის მიერ ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

თებერვალი 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272