სხვადასხვა უწყების საქმიანობის შეფასებისას, გამოიკვეთა,
რომ მოსახლეობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. ამის
შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ და "CRRC-საქართველოს“ 
მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. უწყების ჯამური პოზიტიური
მაჩვენებელი  48%-ია.  ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ, დადებითი მაჩვენებლით
იუსტიციის სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფიქსირდებიან. რეიტინგში ბოლო ადგილს ფინანსთა სამინისტრო
იკავებს. მის საქმიანობას 41% ცუდად, 13  კი
- ძალიან ცუდად აფასებს.