| 
			
			კასპში საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია დაიწყო. ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება. სკოლამდელი განათლების დაწესებულებები შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ, მისმა მადგილემ  და კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა დაათვალიერეს. ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ოქრომელიძემ, გამგებელთან ერთად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტებიც დაათვალიერა, რომელიც სპორტული კომპლექსის და ხიდების რეაბილიტაციას გულისხმობს. |