| 
			
			ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 8 ივნისს დააკავეს და მას საოკუპაციო რეჟიმი ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას ედავება.  ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო ასევე, საეჭვო ვითარებაში დავით ბაშარულის გარდაცვალება.  ქართულმა მხარემ სოფელ ქორდიდან ერთი თვის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილის მოძიების საკითხიც დააყენა. |