გორში მასშტაბური სპორტული ობიექტების მშენებლობა იწყება 28.07.2016
საქართველოში უპრეცედენტო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იწყება. სპორტული ინფრასტრუქრურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის გორში, სპორტული ობიექტების მშენებლობას განავითარებს. მშენებლობისთვის 152 მილიონი ლარის ოდენობის კანადური და სლოვაკური ინვესტიცია განხორვიელდება და მშენებლობები 2017 წლის ივნისში დასრულდება. მშენებლობაზე 1000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.  პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია დღეს მთავრობის სხდომაზე სპორტის მინისტრისგან მოისმინეს. მისი თქმით, 2017 წელს საქართველო რაგბიში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს, ასევე ხელბურთის ჩემპიონატს და ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს და ქვეყანას ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება აქვს.
დეკემბერი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345