| 
			
			რიგგარეშე სხდომის შემდეგ, დეპუტატებმა ამჯერად ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს და საკრებულოს მომდევნო სხდომაზე  განსახვილველ 50 საკითხს ნუმერაცია მიანიჭეს. სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია: ბიუროს წევრების გაღიზიანება  „ქართული პარტიის“ მიერ ინიცირებულმა საკითხებმა გამოიწვია, რომელიც წინა სხდომებზე ჩავარდა - ან უკან იქნა გათხოვნილი. ერთ-ერთი საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის მოწყობაა. საკრებულოს დეპუტატები ბიუროს სხდომაზე განხილულ საკითხებს კენჭს 2 სექტემბერს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე უყრიან.  |