| 
			
			საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა  მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში - საუნივერსიტეტო კლინიკაში,  დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებისას დაზარალებული მოქალაქეები-ლალი კიკნაძე და დავით კუხალაშვილი მოინახულა. პრეზიდენტს კლინიკის დირექტორმა ბაადურ მოსიძემ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პრეზიდენტის შეფასებით, მომხდარი წარმოადგენს კრიმინალის შეტევას ნორმალურ პოლიტიკურ და დემოკრატიულ პროცესებზე. |