"გახარია ერთადერთია, ვინც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს"
იურისტი სოფიო ხორგუანი ბოლო დროინდელ მოვლენებს ეხმაურება და სოციალური ქსელის პირად გვერდზე გახარიას უწყებას აფასებს. "ჰოდა, გინდა აქედან შეხედე და გინდა იქედან, თარგამაძიდან დღემდე ყველა შს მინისტრი მახსოვს და გახარია ერთადერთია, ვინც კორუფციასა და ნეპოტიზმში ვერ ჩართეს და ამას მონელება ხომ უნდა. აბა, თქვენ იცით ახლა, ამ მიმართულებით დახატეთ სიუჟეტები ლონდონის გავლით" - წერს ხორგუანი. ის ამბობს, რომ თითქმის ყველა უწყებაზე აქვს ინფორმაცია არსებული ნეპოტიზმისა და კორუფციის შესახებ, გარდა შს სამინისტროსი, სადაც ჭორადაც კი ვერ გაავრცელეს ვერაფერი. "როცა განათლება განათლებას არ ჰგავს და ჯანდაცვა ჯანდაცვას და ყველა სხვა სახელმწიფო სერვისში კორუფცია და ნეპოტიზმი გაქვს და უნიათობა, მერე ეძებ განტევების ვაცს. სისტემის რეალური რეფორმა და დასავლურ სტანდარტებზე გადაწყობა და კლანების გავლენისგან თავისუფლება, ამას ვინ აპატიებდა გახარიას. 10 კაცის მართვა რომ არ შეუძლიათ, ისინი?" - ამბობს სოფიო ხორგუანი.
როდის დაიწყებენ გორში პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 4.08.2021
ირაკლი ღარიბაშვილი მოსმენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგ შეთქმულებას და ბინძური პროვოკაციას უწოდებს 3.08.2021
ირაკლი ღარიბაშვილი - IRI-ის და NDI-ის კვლევები არავითარ ნდობას არ იმსახურებს, რადგან სამუშაოები ტარდება „ნაციონალური მოძრაობის“ კვლევითი ორგანიზაციების მიერ
აგვისტო 2021
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345