ოპოზიცია გორის მერის გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს. „თავისუფალი დემოკრატები“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ ქალაქში ერთი და იმავე სახელწოდების 2 სამსახურის არსებობას აპროტესტებენ. საქმე ეხება შ.პ.ს კეთილმოწყობის სამსახურს და ა(ა)იპ-ს, რომელიც გორის მერიამ ცოტა ხნის წინ შექმნა. ქალაქის პირველი პირი ოპონენტების კითხვებს არ პასუხობს.
|