ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4 მაისს
ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქალაქი
გორში სუხიშვილის, მელიქიშვილის, შარტავას, ნინოშვილის, სტურუას, თბილისის, თოიძის,
დარიალის, დუშეთის, არაგვის, ლიახვის, აღმაშენებლის, წმ.ეპისკოპოს ალექსანდრეს ქუჩებზე,
ვერხვების კოტეჯებში, კარალეთში, კვერნაკში, ბერბუკში. 12:00-დან 19:00 საათამდე -
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფხვენისი, შინდისი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, შერთული,
კოშკები, ტირძნისი.
12:00-დან 19:00 საათამდე - აბონენტებს ხაშურის
მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაყა, ტკოცა, დიდი ფლევი, პატარა ფლევი, ნაცარგორა, კოდა,
საჯვარე, კოდავარდისუბანი, გომი, ქვემო აძვისი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე
ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.