| 
	
		
			 საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში საარსებო მინიმუმი ამ სტატისტიკის წარმოების ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებლამდე, 190.1 ლარამდე გაიზარდა. საარსებო მინიმუმის ზრდა ირიბად ქვეყანაში ცხოვრების ღირებულების ზრდაზე მიანიშნებს.
 საარსებოს მინიმუმი ცალკეული კატეგორიების მიხედვით ასეთია:
 
 შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი – 190.1 ლარი;
 საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი – 168.4 ლარი;
 საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 318.9 ლარი;
 
 ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 269.4 ლარი;
 სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 303.1 ლარი;
 ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 336.8 ლარი;
 ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 378.9 ლარი;
 ექვსსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი – 448 ლარი.
 
 |