ლარი პუტინის დედაზე ყოფილა მიბმული - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გიორგი გაბუნიას მიერ მეზობელი სახელმწიფოს ლიდერის, ვლადიმირ პუტინის გინებაა.
„მე მეგონა, რომ ჩვენ თავისუფალი მცურავი ვალუტა გვქონდა, თუმცა, როგორც ჩანს, ის პუტინის დედაზეა მიბმული". - წერს ფადი ასლი.