მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა
დარიალის ხეობაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კაპალოტს დაუბრუნდა და გზის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო.სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს  ადგილზე კოორდინაციას უწევენ   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე. მობილიზებულია40-მდე ერთეული ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.
აპრილი 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272