კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრს გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ალასანია მეუღლესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად სტუმრობდა. ალასანიამ ცენტრის ბენეფიციარების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ასეთი ცენტრის არსებობა შშმ პირებისთვის მნიშვნელოვანია და მოახლოებულ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში მსგავსი ტიპის ცენტრების განვითარებას ხელს შეუწყობს. ირაკლი ალასანიამ საზოგადოების კითხვებსაც უპასუხა.
|