"სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 23.08.2016
"რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები აქტიურად ხორციელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსით ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ 9 აგვისტოდან იკრძალება, მანამდე განხორციელებული ცვლილებებით ახალი პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ მათი ამოქმედება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა“, - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში.  მიხეილ ბენიძე განმარტავს, რომ ფაქტი საარჩევნო კოდექსის დარღვევად არ მიიჩნევა, თუმცა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეს ქმნის. პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 4, ფიზიკური დაპირისპირების 2, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 3, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 4, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 8, წინასაარჩევნოი კამპანიისთვის ხელის შეშლის 4, სიძულვილის ენის გამოყენების 4, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სოციალური პროექტებისთვის ბიუჯეტის ცვლილებების 7, საარჩევნო კომისიის წევრების გადაცდომის 3 ფაქტი - ეს კი ის ძირითადი დარღვევებია, რომელიც არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლებმა გამოავლინეს. მონიტორინგი 17 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. 
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112