სობისში ხორბლის მოსავალს ოკუპანტები იღებენ 24.08.2016
მცოცავი ოკუპაცია გრძელდება-საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ორი ადგილობრივის, შალვა და მერაბ ჩილინდრიშვილების კუთვნილ ნაკვეთზე ხორბლის მოსავლის აღება დაიწყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შეიარაღებულმა ფორმიანებმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ტერიტორია, 6 ჰექტარი მიწა შემოსაზღვრეს, დღეს დილიდან კი კომბაინები შეიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, რომელიც სიტუაციას გაეცნო. არსებული მდგომარეობის შესახებ ყველა შესაბამისი სამსახური და საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან. 
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112