მედეა აბაშიძე: „სოფელ ქიწნისში დღეს განმეორდა კორცხელი“ 5.09.2016
თავდასხმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შვილზე - მედეა აბაშიძის ვაჟს დღეს ფიზიკურად სოფელ ქიწნისში გაუსწორდნენ. „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის ოფისში მომხდარს პოლიტიკური ანგარიშწორება უწოდეს და ჟურნალისტებს ინციდენტის ამსახველი ვიდეო-მასალა გადასცეს. მედეა აბაშიძის განცხადებით,  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, თეიმურაზ ხუბულურის დავალებით, მის შვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ზონდერ-ბრიგადის ხელმძღვანელმა, ვინმე ბიბილაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როდესაც ის და პარტიის სხვა ლიდერები ქიწნისში ამომრჩეველს ხვდებოდნენ. იმავე სოფელში ამომრჩეველთან შეხვედრას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, თეიმურაზ ხუბულურიც მართავდა.  მედეა აბაშიძე ამბობს, რომ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა საერთაშორისო ორგანიზაციებს უკვე გადაუგზავნეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „ქართულ ოცნებაში“ კი აბაშიძის საპასუხო განცხადება ამ დრომდე არ გაკეთებულა. 
ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ 5 პირი დააკავა
ღარიბაშვილი - მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა ქაოსს
ცესკოს ინფორმაციით 17 საათის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 39,5% ია
მაისი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112