„... მან დროს გაუსწრო!" რობერტ სტურუა უკვე 81 წლის გახდა

... მან დროს გაუსწრო, რომელიც სამყაროში ყველასთვის ერთნაირად მიედინება...„- ასეთი სიტყვებით ულოცავს რუსთაველის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას დაბადების დღეს.

რეჟისორი დღეს 81 წლის გახდა

„დღეს მსოფლიო რეჟისორს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 81 წელი შეუსრულდა....

ბატონო რობერტ გილოცავთ დაბადების დღეს!

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას თქვენი შემოქმედებითა და მოღვაწეობით კიდევ ბევრ სიხარულს, გაოცებას მოუტანთ ქართველ და (არა მხოლოდ ქართველ) მაყურებელს

დიდი სიყვარულით რუსთაველის თეატრი“ ნათქვამია თეატრის ოფიციალურ Facebook გვერდზე.

რობერტ სტურუა  1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა.

რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება 1965 წელს ა. მილერის „სეილემის პროცესმა“ მოუტანა. 

ამის შემდეგ იყო „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ხანუმა“ „ყვარყვარე“ „რიჩარდ III“ 1979 წელს და „კავკასიური ცარცის წრე“ 1975 წელს.

„ძალიან ბედნიერი ვარ! ვერ წარმოიდგენთ, რა მღელვარე პროცესია, რა საამო, როცა საკუთარ ცხოვრებას თხზავ!“



მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031